LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „გუშინ ღამით მუქარის შემცველი ზარი მივიღე.. მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ, მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის ეშინია“

141
თინა ბოკუჩავა

„გუშინ, ღამის 12-ის ნახევარზე კონკრეტული ნომრიდან ზარი მივიღე. ამავე ნომრიდან, ჩემს გარემოცვაში ათობით ადამიანმა ასევე მიიღო მუქარის შემცველი ზარი“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ის აპირებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს მიმართოს:

„ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ. მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მობილური ქსელების ოპერატორებს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს მივმართო.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ, კანონის წინაშე პასუხი უმკაცრესი წესით აგონ.

ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის საქართველოში არავის ეშინია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები