„დილის შოუს“ მე-2 სეზონის გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ცოტა ხნის წინ ახალი სეზონის ტრეილერიც გავრცელდა. მეორე სეზონში მოვლენები კვლავ ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსონაჟების ირგვლივ განვითარდება.
ცნობისთვის, ახალი სეზონი ახალი სამსახიობო გუნდით ბრუნდება. ჯენიფერ ენისტონს, რიზ უიზერსპუნს და სტივ კარელს ჯულიანა მარგულისი და ჰოლანდ ტეილორი შეუერთდებიან. მეორე სეზონში 10 ეპიზოდი იქნება. პრემიერა 17 სექტემბერს, Apple TV-ზე შედგება.
ფოტო: 52 წლის ჯენიფერ ენისტონი InStyle-ის გარეკანზე შეუდარებელია