LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილმა“ – ჩაის ახალი პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე

162
მთავარი ფოტო

თბილისში უკვე ბევრგან შეხვდებოდით ჩაის ბრენდის, „დილმას“ ბანერებს, მის ფერად ყუთებს კი შეამჩნევდით მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი ცეილონის ჩაი უკვე ქართულ ბაზარზეა.

დილმა“ შრი-ლანკაში ჩაის უმსხვილესი, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტის მწარმოებელია. ის 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, რომელთა შორის ახლა საქართველოცაა.

„დილმას“ ექსკლუზიური იმპორტიორი პრემიუმ ბრენდების მაღაზიათა ქსელი „ევროპროდუქტია“. ამიტომ, ბრენდზე და მასთან პარტნიორობაზე „ევროპროდუქტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ანანო თავხელიძეს ვესაუბრეთ.

„დილმა“ ახლახან შემოვიდა ქართულ ბაზარზე და, სავარაუდოდ, ქართველმა მომხმარებელმა მის შესახებ ბევრი არაფერი იცის. გვითხარით ბრენდზე უფრო მეტი?

სინამდვილეში, „ევროპროდუქტი“ წლებია „დილმას“ პარტნიორია, თუმცა, აქამდე მისი წარმოების ჩაი მხოლოდ ჩვენს მაღაზიათა ქსელში, თანაც, შეზღუდული რაოდენობით იყიდებოდა. დღეს მაღალი ხარისხის პროდუქტზე ძალიან არის მოთხოვნა გაზრდილი, რამაც გადაგვაწყვეტინა ეს ბრენდი უფრო მეტი მომხმარებლისთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი.

„დილმა“ ნამდვილი ცეილონის ჩაის ნომერ პირველი მწარმოებელია შრი-ლანკაში. მის ხარისხს განსაზღვრავს შრი-ლანკის კლიმატი და ნიადაგი, რომელიც იდეალურია ჩაის მოსაყვანად. ამასთან ერთად, მწარმოებლები მცენარეს ხელით კრეფენ, რა დროსაც საუკეთესო ფოთლებსა და ყლორტებს არჩევენ და პროდუქტს მათგან ქმნიან. ეს შეუძლებელია მცენარის სპეციალური დანადგარებით დაკრეფის დროს.

საქართველოში ხელმისაწვდომია „დილმას“ „რჩეული“ ხაზიც, რომელიც ახლად დაკრეფილი ყლორტებისგან მზადდება და გვხვდება პირამიდის ფორმის სპეციალურ შეფუთვაში, რომელიც მათეთრებლებისა და კონსერვანტების გარეშეა. ეს შეფუთვა მნიშვნელოვანია, რათა არ დაზიანდეს ჩაის სტრუქტურა, არ შეეცვალოს მას გემოვნური თვისებები და მივირთვათ ნამდვილი ჩაი, ყოველგვარი მინარევების გარეშე.

როგორ მოიპოვა „ევროპროდუქტმა“ „დილმას“ პროდუქციის ექსკლუზიურად შემოტანის უფლება?

ზოგადად, „ევროპროდუქტს“, როგორც სადისტრიბუციო ქსელს, პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქტები შემოგვაქვს საქართველოში და მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, წვდომა ჰქონდეთ ევროპულ ხარისხზე.

კონკრეტულად „დილმასთან“ თანამშრომლობა, მისი წარმოებული ჩაის მაღალმა ხარისხმა გადაგვაწყვეტინა. ბრენდთან პარტნიორობის დასამყარებლად ჩავედით შრი-ლანკაში, მოვინახულეთ ჩაის პლანტაციები და ქარხანა, პირადად გავიცანით კომპანიის წარმომადგენლები და გავამყარეთ ურთიერთობები. ამიტომ ჩვენ გვექნება საშუალება, ქართული ბაზარი უწყვეტად მოვამარაგოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და დავაბრუნოთ საქართველოში ნამდვილი ჩაის კულტურა და გემოები.

არის თუ არა ქვეყანაში ხარისხიანი ჩაის არჩევანი და რამდენად მნიშვნელოვანია ქართულ ბაზარზე „დილმას“ გამოჩენა?

საქართველოში დღეს ბევრნაირ ჩაის შეხვდებით, თუმცა, ხარისხის მიმართულებით ზოგიერთი მწარმოებელი საკმაოდ არაეთიკურად იქცევა. ხშირად შეფუთვებში ჩაის ნაცვლად მტვერია ან შერეული აქვს სხვადასხვა დანამატები. „დილმა“ კი  ჩაის მოკრეფიდან მის შეფუთვამდე იცავს ყველა იმ ნორმას, რაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად. სწორედ ამიტომ მას ეთიკურ ჩაისაც კი უწოდებენ.

პრემიუმ ხარისხის გარდა, „დილმას“ სუფთა გემოებთან ერთად, ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სიძლიერის, გემოებისა და არომატების ჩაის. ასეთი არჩევანი ბაზარზე იშვიათია ან საერთოდ არ არის. ამიტომ  ვფიქრობთ, საქართველოში ამ ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვანია ხარისხისა და ნამდვილი ჩაის მოყვარულთათვის.

ქუჩებში თუ ონლაინ სივრცეში გვხდება ბანერები, სადაც ვკითხულობთ, რომ „დილმა“ არის უკეთესი კომუნიკაციისთვის? გვითხარით სლოგანისა და, ზოგადად, კამპანიის შესახებ?

დიახ, „დილმა – ცეილონის ჩაი უკეთესი კომუნიკაციისთვის” კამპანიის მთავარი სლოგანია. ჩვენ გვჯერა, რომ ჩაის მეშვეობით ადამიანებს უკეთესად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი. ის გვეხმარება ლაპარაკის დაწყებაში, ერთმანეთისთვის გულის გადაშლასა და ემპათიის განცდის გაღვიძებაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს გზავნილი მიგვეწოდებინა მომხმარებლებისთვის.

ვიზუალებიც კამპანიის სათაურს მოვარგეთ. თითოეული მათგანი ინდივიდუალურადაა დახატული და სამყაროსთან განსაკუთრებულ კომუნიკაციას ასახავს. მისი ფერები „დილმას“ „რჩეული“ ხაზის სხვადასხვა გემოების აღმნიშვნელი შეფუთვითაა შთაგონებული. ჩაის ფოთლები კი გაზაფხულის მზიან განწყობას ქმნიან.

კამპანიით გვინდოდა, მომხმარებლებისთვის პროდუქტი საინტერესო ფორმით გაგვეცნო. მის ხარისხში კი, დაგემოვნების შემდეგ, „დილმა“ მათ თავად დაარწმუნებს, რადგან ჩაის გემო, სუნი და სტრუქტურა ყველაფერს ამბობს მასზე.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g