LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ცქიტიშვილი: „არჩევნებზე ჩემი პოზიცია პარტიისგან ცოტა განსხვავებულია: ან ყველა შედის არჩევნებში, ან არავინ… რაც შეეხება უნდა ჩამოვიდეს თუ არა გახარია, ციხეში პოლიტიკოსები ნაკლებად პროდუქტიულები არიან“

162
დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი გახარია

„გიორგი გახარიას გადასაწყვეტია“, – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში კითხვას, დაბრუნდება თუ არა გიორგი გახარია საქართველოში ან თუ გაითვალისწინებს არაერთი ადამიანის რჩევას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენასთან დაკავშირებით, რადგან მათი მოსაზრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში დიდი საფრთხის ქვეშ იქნება.

„ჯერჯერობით, სურათი ბოლომდე მკაფიო არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ანალიზისთვის ძალიან ბევრი საფუძველი და ფაქტორი გვაქვს. პროცესებს დაველოდებით, პროცესების მიხედვით იქნება მსჯელობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორ გადაწყვეტს გიორგი გახარია”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ბერდია სიჭინავა: „მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“

ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ გახარიას საქმე სხვა დაკავებული პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავდება, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე არ ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.

„მოსალოდნელი იყო და აქამდეც მივედით, სამწუხაროდ, რომ დღეს პარტიული ლიდერები გაურკვეველი ვადით არიან დაპატიმრებულები, თუმცა, ცოტათი განსხვავებულია გიორგი გახარიას ქეისი იმიტომ, რომ აქ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა-არ მისვლაზე კი არ არის საქმე, აქ უკვე პროკურატურაში არის დაწყებული გამოძიება, რომელიც „დიფ სთეითთან” ბრძოლის მუხლით არის აგებული და, რაც მთავარია, ედავებიან ქართული მიწის დაცვას”, – აღნიშნა მან.

ცქიტიშვილის განცხადებით, „ციხეში მყოფი პოლიტიკოსები ნაკლებად პროდუქტიულები არიან“.

თეა წულუკიანი: „გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან“

წულუკიანმა თქვა, რომ გიორგი გახარია და ყველა ის ოპოზიციონერი, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, არიან ინსტრუმენტები უცხო ძალების ხელში.

„ვისურვებდი, რომ დღეს ყველა პოლიტიკური პატიმარი იყოს გარეთ, იყოს თავისუფალი და ამ ბრძოლაში თავისუფალი ჰქონდეს თავისი შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ რეჟიმს ვებრძვით და ამ ბრძოლაში ჩვენი შესაძლებლობა მაქსიმალურად შეზღუდულია, მათ შორის, იმით, რომ პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ, ალბათ, მათ პატიმრობას მომავალში მანიპულაციებისთვის გამოიყენებენ, რადგან არ ექნებათ კომუნიკაციების ისეთი აქტიური შესაძლებლობები, როგორც თავისუფლებაზე. აქ გაცილებით უფრო იზრდება იმ ხალხის პასუხისმგებლობა, ვინც გარეთ ვართ და ვინც ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა, არც ჩვენ ვართ დაზღვეული”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა:

„ან ყველა შედის არჩევნებში, ან არავინ შედის არჩევნებში. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ორი კოალიცია არჩევნებზე მიდის და ორი კოალიცია არ მიდის, გამოდის, რომ ერთი ატარებს კამპანიას, რომ არჩევნების გზით ვართმევთ ხელისუფლებას და მეორე ატარებს კამპანიას, რომ არ მოხვიდეთ არჩევნებზე. ასე ვერც არჩევნებით წავართმევთ ხელისუფლებას და ვერც ბოიკოტით დავაზარალებთ ხელისუფლებას.

ეს იმდენად ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებია, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოება კიდევ უფრო დაბნეული იქნება და კიდევ უფრო მეტად ზურგს შეაქცევს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. ორივეს აქვს ძალიან ლეგიტიმური გზა, ერთითაც შეიძლება ხელისუფლების შერყევა და მეორითაც, ოღონდ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ რომელიღაც ერთი ავირჩიოთ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: „გიორგი გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს – ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ… ჩორჩანაში ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, შედეგად მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა დაკარგული“

„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარიას მისცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს და თავისი, როგორც მოქალაქის ვალდებულება მოიხადოს“ – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g