LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე: „იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ის ვიზების ლიბერალიზაციის დაპირებას ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის – ქუჩა შეთხელდა და თამასამაც აიწია“

165
დიმიტრი ხუნდაძე

„იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ის ვიზების ლიბერალიზაციის დაპირებას ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული განცხადებით, დეპუტატი ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს MEGOBARI ACT-ს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.“

ხუნდაძის მოსაზრებით, „მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს რომ „მუშტრის“ თვალით უყურებს, ცოტა არ იყოს, უხერხულია“:

გურამ მაჭარაშვილი: „30 წლის განმავლობაში ასეთი წინადადების შემოთავაზება ნებისმიერ დროს შეეძლოთ – თუ აშშ-ს პარტნიორობა სურს, ეს რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები, ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად“

„იარაღის მოწოდებასა და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ის ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის. ქუჩა შეთხელდა და თამასამაც აიწია.

კარგი ხმაურისთვის ვიზას ჰპირდებიან ქუჩას, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი გამჭვირვალობისთვის – სანქციებს. სანქციები ისევე ვერ მოიტანს შედეგს, როგორც გაუმჭვირვალობა.

ასევე ნახეთ

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან"- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.

ყველაფერი რომ გამჭვირვალე იყოს, ეს კანონიც არ იქნებოდა საჭირო, თუმცა ამაზე საუბარიც კი აუკრძალეს საზოგადოებას და თავადაც არ კითხულობენ, რატომ გახდა ის საჭირო. პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვენ და ქუჩის აურზაურს ხელს უწყობენ.

იმას, რასაც დღეს დაპირებად გვაწვდიან, აქამდეც უკვე რეალურად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ომისა და რევოლუციის, მორჩილებისა და ფასეულობების სანაცვლოდ.

„რეალურად ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება“- მამუკა მდინარაძე Politico-ს ინფორმაციაზე

რაც შეეხება არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნას, მმართველი გუნდი, ამ პირობით თუ ამ პირობების გარეშე, ისედაც გამჭვირვალედ აპირებს საარჩევნო პროცესის წარმართვას, მთავარია, გარე ჩარევებისაგან დავიცვათ ქვეყანა. ხელისუფლება მზად არის თანასწორუფლებიანი და გულწრფელი პარტნიორობისთვის“. – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინფორმაციისთვის, გამოცემა „პოლიტიკომ“ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული კანონპროექტი – MEGOBARI ACT მოიპოვა, სადაც ნათქვამია, რომ „თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს განიხილავს.“

მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს რომ "მუშტრის" თვალით უყურებს, ცოტა არ იყოს, უხერხულია. იარაღის მოწოდება და "…

Posted by დიმიტრი ხუნდაძე /Dimitri Khundadze on Tuesday 21 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g