LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალურად ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება“- მამუკა მდინარაძე Politico-ს ინფორმაციაზე

135
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, Politico-ში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მდინარაძის თქმით, „ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება”.

უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარა, ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობა. მისი განცხადებით-ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს:

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს, ჩვენ ვიღებთ „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ… ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ… იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს“ – „ქართული ოცნება“ Politico-ს ინფორმაციაზე

„1.ის, რასაც აშშ-ს პოზიციად ცდილობენ დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ.

2.ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე.

მუქარას – სანქციებით

ვაჭრობას – ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით.

3.რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება. ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის. ვხედავთ მათ შესაბამის, ისტერიულ რეაქციებსაც.

გურამ მაჭარაშვილი: „30 წლის განმავლობაში ასეთი წინადადების შემოთავაზება ნებისმიერ დროს შეეძლოთ – თუ აშშ-ს პარტნიორობა სურს, ეს რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები, ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად“

⁠4.წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარაც და ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობაც.

სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას ყოველგვარი ვაჭრობისა და მუქარის გარეშე, რაც ჩვენი არაერთგზის მოწოდებაც იყო!

სანაცვლოდ გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე აქამდე უსაფუძვლო უარი ზემოთ ჩამოთვლილ პარტნიორულ საკითხებზე.

ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ მეგობრებისგან ამაში მხარდაჭერას ველით და არა პირიქით!“- წერს მდინარაძე.

1. ის, რასაც აშშ-ს პოზიციად ცდილობენ დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on სამშაბათი, 21 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები