LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი მედვედევმა „დეგენერატები“ უწოდა მათ, ვისაც რუსეთი სძულს და დაიმუქრა, რომ მათ „გააქრობს“

117
medvedev

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვისაც რუსეთი “სძულს” და პირობა დადო, რომ მათ გააქრობს.

„ხშირად მეკითხებიან, რატომ არის “ტელეგრამის” ჩემს არხზე პოსტები ასეთი მკაცრი. პასუხია – მე მძულს ისინი. ისინი დეგენერატები არიან. მათ სიკვდილი უნდათ ჩვენთვის, რუსეთისთვის. სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი გაქრნენ“, – დაწერა მედვედევმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

მედიის ცნობით, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ ვის მიმართ იყო გაკეთებული მისი ეს განცხადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g