რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, უკრაინა მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციის გამო სასწრაფო მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამოქალაქო პირებს შეუძლიათ „აზოვსტალიდან“ გავიდნენ და ნებისმიერი მიმართულებით წავიდნენ, სამხედროებმა კი იარაღი უნდა დაყარონ.
„პრეზიდენტმა პუტინმა საკმაოდ მკაფიოდ თქვა – სამოქალაქო პირებს შეუძლიათ „აზოვსტალიდან“ გავიდნენ და ნებისმიერი მიმართულებით წავიდნენ, სამოქალაქო პირებმა კი იარაღი უნდა დაყარონ და გავიდნენ. მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ, ყველა დაშავებულს და ავადმყოფს სამედიცინო დახმარება გაეწევა, რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების თემა ამ შემთხვევაში?“ – აღნიშნა პესკოვმა.