LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: გვინდა კომერციული ატაშეები საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდეს

125

გვინდა კომერციული ატაშეები საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდეს, რადგან მოლოდინი მაღალია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ქუმსიშვილმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ გაჭიანურდა კომერციული ატაშეების დანიშვნის საკითხი.

„გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუმდივად მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში, გამსხვილდა პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რაღაცა პერიოდი იყო გადაწყვეტილება, რომ შეიძლებოდა კომერციული ატაშეები ჩასმულიყვნენ „აწარმოე საქართველოში“. თუმცა, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დარჩებიან ეკონომიკის სამინისტროს დონეზე, იმისთვის, რომ დონე უფრო მაღალი იყოს და ამას აღარ დასჭირდება საკნონმდებლო ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საკანონმდებლო ცვვლილებები სჭირდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი, რის გამოც არ გამოცხადდა კონკურსები. ჩვენ მზად ვართ კონკურსების გამოსაცხადებლად და სავარაუდოდ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ამას დავაკომპლექტებთ. გვინდა საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდეს, რადგან მოლოდინი მაღალია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g