LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ინოვაციური მიდგომები ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენს ქვეყანაში

140

“არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში” – ამ სახელწოდების ფორუმი გაიხსნა სასტუმრო „ბილტმორში,“ რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დაესწრო.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მარკეტინგის სფეროში ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ინოვაციური მიდგომები ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენს ქვეყანაში. მარკეტინგი არის სწორედაც ის მიმართულება, რომელიც ამოძრავებს ბაზარს და ადამიანებს ანდომებს, ფული დახარჯონ სწორედ იმ პროდუქტში, რომელიც სჭირდებათ. მე მინდა წარმატება ვუსურვო დღევანდელ ფორუმს,  ძალიან საინტერესო სპიკერები ყავთ ჩამოყვანილი ისრაელიდან, ასევე საფრანგეთიდან, ძალიან საინტერესო გამოცდილების გაზიარება მოხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღონისძიების ბოლოს ჩვენი მარკეტერები, ის ადამიანები, ვინც მარკეტინგის სფეროში საქმიანობენ, გაცილებით მეტ ცოდნას შეიძენენ“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმი სერთ-ერთი ორგანიზატორი, სტამბა „კოლორპაკი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსხელშეწყობით კომპანიამ შესაფუთი და სარეკლამო მასალების წარმოება დაიწყო და ამ სფეროში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.  პროგრამის ფარგლებში სტამბის შესაქმნელად  აღებული სესხის პროცენტი „კოლორპაკს“  მეწარმეობის განვითარების სააგენტომ დაუფინანსა.

მარკეტინგის ფორუმი, რომელიც ინოვაციურ და არასტანდარტულ მიდგომებს ეხება, „პალიტრა მედიის,“ „კოლორპაკის“, hp-ისა და „მარკეტერის“ ორგანიზებით თბილისში ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები