LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

$300-მილიონიანი კრიპტო პირამიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში ცხოვრობდა – SEC განცხადებას ავრცელებს

132
840_aHR0cHM6Ly9zMy5jb2ludGVsZWdyYXBoLmNvbS91cGxvYWRzLzIwMjEtMDgvZDJkMzEyODctZTc2OS00ZjZmLTljODItMTJhYTQ1NDM2NGZmLmpwZw==

$300-მილიონიანი კრიპტო პირამიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში ცხოვრობდ – აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) კრიპტო თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

SEC-ის ინფორმაციით, 2020 წელს დაფუძნებული თაღლითური სქემის Forsage-ის შექმნასა და ოპერირებაში ბრალი 11 პირს წარედგინა.

როგორც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, Forsage 2020 წლის იანვარში, ვლადიმერ ოხოტნიკოვმა, ჯეინ დოე ა/კ/ა ლოლა ფერარიმ, მიხაილ სერგეევმა და სერგეი მასლაკოვმა დააარსეს. აღსანიშნავია, რომ ისინი ბოლო პერიოდში რუსეთში, საქართველოსა და ინდონეზიაში ცხოვრობდნენ.

ცნობისთვის, Forsage კლასიკური პირამიდის სქემა იყო, რომელიც მარკეტინგული მიზნით იყენებდა სიტყვებს „ბლოკჩეინსა“ და „კრიპტოვალუტას“, პროექტის შემქმნელები აგრესიული მარკეტინგითა და რეკლამებით იზიდავდნენ ინვესტორებს მსოფლიოს მასშტაბით, მანამ, სანამ პროექტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $300-მილიონიან ნიშნულს არ მიაღწია, რის შემდეგაც თაღლითებმა ინვესტორების თანხები მიითვისეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები