LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავანაღდოთ კრიპტო? – დეტალური ინსტრუქციები დამწყებებისთვის

1328
kripto

კრიპტოვალუტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, უფრო მეტად აქტუალური ხდება კრიპტოს განაღდების საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოს დეცენტრალიზებული ბუნება ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებლებს, კრიპტო ბაზრიდან მიღებული სარგებლის ნაღდ ფულში გადაკონვერტირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ინვესტორებისთვის. ამ სტატიაში გაგაცნობთ ინფორმაციას თუ როგორ გაანაღდოთ კრიპტო ვალუტა და რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისას.

ის, რაც კრიპტოვალუტაზე უნდა იცოდეთ

მანამ, სანამ თემის ძირითად ნაწილზე გადავიდოდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რა არის კრიპტო, რა არის ბიტკოინი და რა მნიშვნელოვანი მახასიათებლები გააჩნია მას. მარტივად რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტა ციფრული ფულია, რომელიც ბლოკჩეინ სისტემაზეა დაფუძნებული. ბლოკჩეინის ტექნოლოგიიდან გამომდინარე კრიპტო ინდუსტრია დეცენეტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტო ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთთან გარიგების ტიპის ურთიერთობები ყოველგვარი მესამე პირის გარეშე აწარმოონ. გარდა ამისა, კრიპტო ინდუსტრია საკმაოდ დაცული და უსაფრთხოა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ჰაკერები მაინც ახერხებენ ინვესტორთა თანხების არალეგალური გზით მითვისებას. ეს ფაქტორი კრიპტოს განაღდების დროს მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ.

იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან აირიდოთ, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვა. უსაფრთხოების მხრივ, ასევე, აუცილებელია, ფრთხილად შეარჩიოთ ადგილი, სადაც თქვენს აქტივებს შეინახავთ და მეთოდი, რომლის საშუალებითაც ციფრული აქტივების განაღდებას შეძლებთ. ერთ-ერთი ყველაზე დაცული გზა კრიპტო აქტივების, მათ შორის, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის განსათავსებლად და გასანაღდებლად, კრიპტო ბირჟაა. თუმცა, სანამ კონკრეტული ბირჟისთვის თქვენი სახსრების მინდობას გადაწყვეტთ, აუცილებლად გამოიკვლიეთ იგი და მოიძიეთ მასზე ინფორმაცია. გაარკვიეთ, არის თუ არა რეგულირებული, რა ტიპის სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს, უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავს და იყენებს თქვენი აქტივების დასაცავად და სხვ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრიპტოს განაღდებაზე

კრიპტოს განაღდება გულისხმობს ციფრული აქტივების ტრადიციულ, ფიატ ვალუტაში გადაცვლას (მაგ. ლარში, აშშ დოლარში, ევროში და სხვ.). აღნიშნული პროცესის განხორციელებისას, უმთავრესია, სანდო ბირჟის ან მისი შემცვლელი სერვისის მოძებნა. იმის მიხედვით თუ სად ხართ ლოკალურად და რა კრიპტოვალუტებს ფლობთ, შესაძლოა, კრიპტოს გატანის მეთოდები განსხვავდებოდეს. თუკი გსურს გაანაღდო ბიტკოინი საქართველოში, დარწმუნდი, რომ მასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობ.

რეგულაციები და გადასახადები

კრიპტოვალუტის განაღდებამდე აუცილებელია, რომ თქვენს ქვეყანაში (ან იმ ადგილას სადაც იმყოფებით) მოქმედ კანონებს გაეცნოთ. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტო ინდუსტრია შედარებით ახალია, გასაკვირი არ არის, რომ ქვეყნების მიხედვით რეგულაციები და დაბეგვრასთან დაკავშირებული კანონები განსხვავდება. რეგულაციებმა, შესაძლოა, თქვენ მიერ კრიპტოს განაღდების პროცესზე იქონიოს გავლენა. კრიპტოს განაღდების დროს, ასევე, საგადასახადო ვალდებულებები უნდა გაითვალისწინოთ. კრიპტოს განაღდებამდე, მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაცია კანონებში გათვითცნობიერებულ ადამიანთან გაიაროთ. ასევე, ინფორმირებულობის მხრივ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე კრიპტო სიახლეები იცოდე.

კრიპტოს განაღდების პოპულარული მეთოდები

კრიპტოვალუტების განაღდებისას ინვესტორებს სხვადასხვა ტიპის მეთოდებით სარგებლობა შეუძლიათ. მათ შორისაა: კრიპტო ბირჟები, P2P ბირჟები, გადახდის პროცესორები, კრიპტოვალუტის ბანკომატები და სხვ.

სტატიის ამ ნაწილში, ზემოთ ხსენებულ მეთოდებს ცალ-ცალკე და უფრო დეტალურად განვიხილავთ.

კრიპტო ბირჟები

კრიპტო ბირჟა ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს სთავაზობს. მაგალითად, კრიპტო ბირჟა შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, გაყიდოთ, გადაცვალოთ, გაიტანოთ, გადაიტანოთ და ა.შ. ციფრული აქტივები. როგორც წესი, კრიპტო ბირჟებიდან, სხვა მეთოდებთან შედარებით, უფრო მეტად იოლია თანხის თქვენს სასურველ საბანკო ბარათზე გატანა. თუკი თქვენი აქტივების გატანას ბირჟიდან გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით კონკრეტული ბირჟის წესებსა და პირობებს. ბირჟის არჩევისას, ასევე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორები, მაგალითად, უსაფრთხოების რა ზომები აქვს პლატფორმას, არის თუ არა რეგულირებული და სხვ. ეს ყველაფერი თქვენი აქტივების დაცულობას განაპირობებს. ასევე, თანხების განთავსებამდე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ბირჟის რეპუტაციასა და სანდოობის ხარისხს. ამგვარად, გეცოდინებათ, რომ თქვენი ციფრული აქტივები სანდო ხელშია და მისი არალეგალური გზით მითვისებაზე არ იღელვებთ. ამასთან, დარწმუნდით, რომ კიბერკრიმინალთან დაკავშირებით ყოველთვის განახლებადი ინფორმაცია გაქვთ. ეს ყველაფერი თაღლითობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ამგვარად, თუკი თქვენი ციფრული აქტივების განაღდება გსურთ, კრიპტო ბირჟები ამ ოპერაციის განსახორციელებლად ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.

P2P ბირჟები

P2P ბირჟები ინვესტორებს, რომლებსაც კრიპტოს ყიდვა და გაყიდვა სურთ, აქტივების გაცვლის შესაძლებლობას პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე სთავაზობს. ეს პლატფორმები ციფრული ვალუტის მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთთან აკავშირებს და ოპერაციების უსაფრთხოდ და დაცულად წარმართვას უზრუნველყოფს.

გადახდის პროცესორები

ზოგიერთი გადახდის პროცესორი და ფინტექ კომპანია მომხმარებლებს კრიპტო გადახდის სერვისს სთავაზობს. როგორც წესი, აღნიშნული პლატფორმები ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევენ, მცირე დროში, დისკომფორტის გარეშე გადაგზავნონ თავიანთი აქტივები საბანკო ანგარიშზე ან კრიპტო აქტივებთან დაკავშირებულ სადებეტო ბარათებზე. კრიპტო ინდუსტრიაში ყველაზე პოპულარული გადახდის პროცესორებია: BitPay და Crypto.com.

კრიპტო ბანკომატები

კრიპტო ბანკომატები (ბიტკოინის შემთხვევაში ბიტკოინის აპარატი ან ბანკომატი) ფიზიკური მოწყობილობებია, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოს სახელმწიფო ვალუტაში გადაკონვერტირებისა და განაღდების შესაძლებლობას სთავაზობენ. როგორც წესი, კრიპტო ბანკომატების მუშაობის სპეციფიკა ტრადიციულისგან თითქმის არ განსხვავდება. თუმცა, ტრადიციული ბანკომატებისგან განსხვავებით, ისინი მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვას ან გაყიდვასაც სთავაზობენ. მომხმარებლებს, ასევე, ბანკომატების საშუალებით, პირდაპირ შეუძლიათ ციფრული აქტივების განაღდება ან კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე თანხების გადატანა.

განაღდებასთან დაკავშირებული რისკები

კრიპტოს განაღდება ერთ-ერთი მთავარი ეტაპია იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ციფრული აქტივებით ვაჭრობენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროცესი საკმაოდ სწრაფი და მოსახერხებელია იგი პოტენციურ რისკებთანაცაა დაკავშირებული.

მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი კრიპტოს განაღდებისას აქტივების კურსის მუდმივად ცვალებადობაა. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, თქვენ მიერ განაღდებული თანხის რაოდენობაზე იქონიოს გავლენა.

გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ, აუცილებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებაც. კრიპტოს ფიატ ვალუტაში გადაკონვერტირებისას აუცილებლად აირჩიეთ დაცული ბირჟა. ამ გზით, თავიდან აირიდებთ თქვენი აქტივების დაკარგვასა და არალეგალური გზებით მითვისებას.

ასევე, გაითვალისწინეთ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ხარჯებიც. როგორც წესი, საკომისიოების მხრივ, ყველაზე მეტად მომგებიანი თანხის ბირჟებზე გადაკონვერტირებაა. ამიტომ, სანამ კრიპტოს გაანაღდებთ, გაეცანით შერჩეული პლატფორმის წესებსა და პირობებს. ამ გზით თქვენს დანახარჯებს მინიმუმამდე დაიყვანთ და ვაჭრობაც უფრო მეტად მომგებიანი იქნება.

თითოეული ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კრიპტოს ბევრად სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად გადაცვლას შეძლებთ.

კრიპტოვალუტების (ეს არის უცხოური თუ ქართული კრიპტო ვალუტა) განაღდება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მარტივი პროცესია, ცოდნასა და სიფრთხილეს მოითხოვს. სიფრთხილე განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც საქმე რეგულაციებსა და საგადასახადო ვალდებულებებს ეხება. ასევე, გასათვალისწინებელია განაღდების პოპულარული მეთოდებისა და პლატფორმების შესახებ ინფორმაციის მიღებაც. არ აქვს მნიშვნელობა კრიპტოს განაღდებას კრიპტო ბირჟების, P2P ბირჟების, გადახდის პროცესორების თუ კრიპტო ბანკომატების საშუალებით გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულის შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმებსა და დაცულობაზე გაამახვილოთ ყურადღება.

გახსოვდეთ, ყოველთვის წინა პლანზე დააყენეთ დაცულობა და აირჩიეთ სანდო პლატფორმა. ამ გზით კრიპტო განაღდების პროცესი ბევრად უფრო მოსახერხებელი, უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება თქვენთვის.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები