LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდან აქვს აშშ-ის მთავრობას $5 მილიარდის ოდენობის ბიტკოინი?

122
ბიტ

The Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-ის ფედერალური მთავრობა 5.3 მილირადი დოლარის ოდენობის ბიტკოინს ფლობს.

ამ ბიტკოინების დიდი ნაწილი კიბერდამნაშავეობიდან და უკანონო ონლაინ საქმიანობიდანაა ამოღებული.

როგორც ირკვევა, მთავრობის ციფრულ აქტივებს ფედერალური სამართალდამცავი სააგენტო (US Marshals Service) განკარგავს, რის გამოც მთავრობას კრიპტოვალუტის გაყიდვა ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცესად უჯდება.

აღნიშნულმა სააგენტომ კონფისკებული კრიპტოაქტივების ნაწილი თავდაპირველად აუქციონის წესით 2014 წელს გაყიდა. 30 000 ბიტკოინი მაშინ  ვენჩურულმა ინვესტორმა ტიმ დრეიპერმა შეიძინა. უკვე 2021 წელს ციფრული ვალუტით ვაჭრობისთვის კრიპტობირჟა შეირჩია. დღეს კი იმისთვის, რომ ბაზარზე მთავრობის მიერ ბიტკოინების რეალიზაციას უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს, სააგენტო ციფრული აქტივების დიდ პარტიებად გაყიდვას ხანგრძლივ პერიოდზე ანაწილებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები