LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი შეფასებით, კრიპტოვალუტები არაფრად არ ღირს, ინვესტორები გაუაზრებელ რისკზე მიდიან – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი

129
thumb

„ჩემი შეფასებით, კრიპტოვალუტები არაფრად არ ღირს, ისინი რეალურად არაფერზეა დაფუძნებული, მათ მიღმა არ არის არავითარი ფუნდამენტური აქტივი, რომელიც შესაძლოა დაზღვევის მიზნით იქნეს გამოყენებული“, – ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდიმ ნიდერლანდების ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კრიპტოაქტივების შეძენით დამწყები ინვესტორები გაუაზრებელ რისკზე მიდიან, რადგან მათ სათანადოდ არ ესმით თუ რაში აბანდებენ თანხას. „ისინი კარგავენ ჩადებულ თანხას და ამით იმედგაცრუებული რჩებიან. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სფერო უნდა დარეგულირდეს“, – თქვა ლაგარდმა ჰოლანდიური ტელევიზიის ეთერში.

აღსანიშნავია, რომ კრისტინ ლაგარდის კრიპტოვალუტების მიმართ კრიტიკული განცხადება არაერთხელ გაუვრცელებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g