LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელში საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრებს

35

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელსაც მსხვილი ისრაელური კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ისინი წარმოადგენენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა: საფინანსო, ინოვაციური ტექნოლოგიები, მობილური კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვა.

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას დიმიტრი ქუმსიშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე გააკეთებს მოხსენებას საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ. ამასთან, ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენთან.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქალაქ იეჰუდაში კომპანია ELBIT-ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც ასევე მოეწყობა აღნიშნული კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, აგრეთვე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები