LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით, აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს

52

ლარის კურსთან დაკავშირებით, აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღიურ კონტაქტზეა როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე ფინანსთა სამინისტროსთან.

„ლარის კურსი თუ არ ვცდები 2.46-ზეა ჩამოსული. აქიდან გამომდინარე, აქ აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა შტო, ვინც ამაში ვიღებთ მონაწილეობას მეტად თუ ნაკლებად, ყველას გვქონდეს სინქრონიზირებული ქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნებები და აღქმები და ამ მიმართულებით კვლავ ვამბობთ, რომ მაკროეკონომიკაში რაც იყო პარამეტრები, ის შესწორება უკვე მოხდა და ჩვენ მეტს აღარ ველოდებით. თუ იქნება კიდევ რამე ისეთი, რაც შეიძლება მოხდეს, ამაზეც მოგახსენებთ“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g