რუსეთის ვიცე პრემიერი დიმიტრი როგოზინი კიშინიოვში ვერ ჩაფრინდა. მას დნესტრისპირეთში მემორიალურ ღონისძიებებში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა რუმინეთმა დიმიტრი როგოზინის თვითმფრინავს საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის საშუალება არ მისცა. ამის მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავი. ის იძულებული გახდა მინსკის სათადარიგო აეროდრომზე დამჯდარიყო.