LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი უკრაინას და რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულების ახალ პროექტს სთავაზობს – მედია

141
2024-04-12_00-48-17_622012

თურქეთი უკრაინას და რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულების ახალ პროექტს სთავაზობს, – ამის შესახებ ინფორმაციას Novaya Gazeta Europe წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელშეკრულებას, რომლის მთავარი პუნქტებია შეთანხმება კონფლიქტის გაყინვისა და ბირთვული იარაღის გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ მხარს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უჭერს.

აღნიშნული სამშვიდობო შეთანხმება 2022 წლის ომის დაწყებიდან მალევე განხორციელებულ მოლაპარაკებებს ეფუძნება.

ხელშეკრულების პროექტი შემდეგი პუნქტისგან შედგება:

  1. აშშ და რუსეთი იღებენ ვალდებულებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. ისინი ასევე ხელახლა შეუერთდებიან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებას (START-3) მომავალში მისგან ცალმხრივი გასვლის შესაძლებლობის გარეშე.
  2. უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში იმ გზებით ჩარევის აკრძალვა, რამაც, შესაძლოა ქვეყნის მთავრობის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 
  3. არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ ომის გაყინვა.
  4. 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებები: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ეროვნული რეფერენდუმი, ასევე რეფერენდუმი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
  5. 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულება: უკრაინაში ეროვნული რეფერენდუმი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და რეფერენდუმები საერთაშორისო ზედამხედველობით უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე, რომლის ანექსირებაც რუსეთმა კონფლიქტის გაყინვამდე მოახდინა.
  6. ომის პატიმრების გაცვლა.
  7. რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.

2022 წლის უკრაინის სამშვიდობო გეგმა მოიცავდა 10 პუნქტს, რომელთაგან რამდენიმე ემთხვევა თურქულ გეგმას და ეს გულისხმობდა რუსეთის ჯარების უკრაინიდან გასვლის ვალდებულებას და ომის დასრულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები