LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი შაშკინი: ხაზარაძე შეხვდა მელიას, დაჰპირდა პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას

163
BeFunky-collage (3)

„მე ან სხვა ჩვენი მეგობარი როდესაც გამოვჩნდებით ტელევიზიაში, მოდის ტროლების და ბოტების იერიში, აქედან 64 პროცენტი არის „პოსტივის“ ბოტები, დაახლოებით 28-29 პროცენტი არიან „ლელოს“ მხარდამჭერები” , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს ლევან ვარშალომიძის, ვანო მერაბიშვილისა და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ.

„არა ერთი მცდელობა უკვე იყო, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩაეგდოთ ხელში ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ, ეს პარტია უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გარეშე და უნდა ეკუთვნოდეთ მათ. ყველა ეს მცდელობა დამთავრდა კრახით. რაც შეეხება ნეგატიურ კამპანიას. როდესაც არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე, რაც სამწუხაროდ, უნდა ნიკა მელიას გუნდს, მინდა, ყურადღება მივაქციოთ ერთ ფაქტს. სამი ადამიანი აიყვანეს მიზანში და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნეგატიური კამპანია ამ სამი ადამიანის წინააღმდეგ იყო დაწყებული. პირველი – ლევან ვარშალომიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სტუდენტობის მეგობარია. ადამიანი, რომელმაც მიშასთან ერთად შექმნა ბათუმის სასწაული, ააშენა ბათუმი, შემდეგ ყოველთვის იყო მიშას გვერდით უკრაინაში. მეორე – გენერალი თემურ ჯანაშია, რომელიც 10 წელია დადის სასამართლო პროცესებზე იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება. „პიჯაკების საქმე“ გრძელდება და გრძელდება, შეიძლება, ეს ადამიანი ხვალაც დაიჭირონ, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული ადამიანი. მესამე – ვანო მერაბიშვილი, რომელიც თითქმის 7 წელი იჯდა ციხეში იმის გამო, რომ არ მისცა მიშაზე ჩვენება. ეს სამი ადამიანი აიყვანეს მიზანში, ურტყამენ და ურტყამენ. მიხეილ სააკაშვილისთვის სამი ყველაზე ახლო ადამიანის წინააღმდეგ მუშაობს მთელი ფრონტი. ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, მაგალითად, როდესაც მე ან სხვა ჩვენი მეგობარი გამოვჩნდებით ტელევიზიაში, მოდის ტროლების და ბოტების იერიში. აქედან 64 პროცენტი არის „პოსტივის“ ბოტები, რომელიც აერთიანებს „პოსტივის“ გაშიარების თემას. დაახლოებით 28-29 პროცენტი არიან „ლელოს“ მხარდამჭერები. ტროლები ჰყავს რამიშვილს, ხოლო „ლელოს“ სახელ-გვარიანი პარტაქტივი უტევს ჩვენ „ფეისბუკ” გვერდებს. ხომ ცნობილი ამბავი იყო, რომ ხაზარაძე შეხვდა მელიას და დაჰპირდა პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენ ტელევიზიით მოვისმინეთ, მე მტკიცებულება არ მაქვს. ნიკა მელიასგან განსხვავებით არ მაქვს უფლება, რომ ბრალი დავდო. მე ხაზს ვუსვამ, რომ ტელევიზიის მეშვეობით იყო გავრცელებული ეს ინფორმაცია“, – განაცხადა შაშკინმა „TV პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ბრალდება მოგონილი ისტორიაა.

„2020 წელს მე ვიღებდი მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, ვმუშაობდი ქვემო ქართლში, არავის არასოდეს არაფერი მსგავსი არ უთქვამს, რაც მან გუშინ ისაუბრა. ვანო მერაბიშვილი მაშინაც ეხმარებოდა პარტიას, როგორც რიგითი წევრი. არანაირი ბერკეტები არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს ვანო მერაბიშვილს, რომ ვინმეს საარჩევნო კამპანია ჩაშალოს. ნიკა მელია 2020 წელს იყო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუ ასეთი რამ მოხდა, რა უშლიდა ხელს რომ პოლიტსაბჭო მოეწვია და დაეყენებინა ეს საკითხი. მისი უშუალო უფლება და მოვალეობაა. მოეწვია პოლიტსაბჭო და ეთქვა, რომ ვინმე უშლიდა ხელს საარჩევნო კამპანიის განხორციელებაში“, – განაცხადა შაშკინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g