თბილისის ”დინამო” ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზეა. ჩვენმა ჩემპიონმა ერევნის ”ალაშკერტთან” განმეორებითი შეხვედრა ფრედ 1:1 ითამაშა და ახლა მომდევნო მეტოქეს ელის.
”დინამომ” მშვიდად მიიყვანა მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე. მთელი პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, რაც გატანილ გოლშიც აისახა: 22-ე წუთზე მეკარის შეცდომით ჯიღაურმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, რამაც ფაქტობრივად გადაწყვიტა კიდეც ორმატჩიანი დუელის ბედი.
მეორე ტაიმში მასპიძელებმა მოუმატეს და დასაწყისშივე გაიტანეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ წამებით ადრე ქვილითაიას უნდა შეეგდო და ყაიმის ნაცვლად ორი ბურთით გავსულიყავით წინ. ასეა თუ ისე, თამაში მშვიდად მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე.
წინ კი ”დინამოს” ბევრად სერიოზული მეტოქე ელოდება. სავარაუდოდ მოსახელე ზაგრების ”დინამო”, რომელიც დღეს მაკედონიის ”ვარდარს” მასპინძლობს. ხორვატებს სტუმრად პირველი მატჩი 2:1 აქვთ მოგებული.
”დინამოს” მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი ზაგრებში გაფრინდა მომავალი მეტოქის დასაზვერვად.
ალაშკერტი 1:1 დინამო
გოლი: 0:1 ჯიღაური 21; 1:1 გიოზალიანი 51
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, ჭელიძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 67), ჭანტურიშვილი (კურიე 84), დვალიშვილი, ქვილითაია (ცინცაძე 62)
გაფრთხილება: იედიგარიანი 54’ ჭელიძე 54’ გრიგორიანი 58’ კვირკველია 70’
მსაჯი: მოჰამედ ალ-ჰაკიმი (შვედეთი)
