LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამომ დაიწყო: თბილისში ეგზოტიკური კურიორი მოდის

55

საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” ახალი სეზონისთვის მზადებას სატრანსფერო პოლიტიკით იწყებს. ყველაზე ტიტულიანმა ქართულმა კლუბმა ეგზოტიკური, მარტინიკის კუნძულის წარმომადგენელი დაიმატა – მატიას კურიორმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ის საქართველოს ჩემპიონის მაისურითაა:

“ველოდებოდი ჩემი კონტრაქტის დასრულებას “ჩერნო მორესთან”, რომ ოფიციალურად მეთქვა – ხელი მოვაწერე თბილისის “დინამოსთან” კონტრაქტს.
ჩემი სურვილია ტიტულების მოგება და ევროთასებზე თამაში. “დინამო” კი ამის საშუალებას მაძლევს. მადლობა იმისთვის, რომ მენდეთ.
მოუთმენლად ველი, როდის აღმოვაჩენ ჩემთვის ახალ ქვეყანას, ახალ კულტურასა და ახალ გუნდს”, – დაწერა მან.

მატიას კურიორი გარემარბია, ის 28 წლისაა და ფრანგული “ლე ავრის” აღზრდილია. რამდენიმე ფრანგული და ესპანური კლუბის გამოცვლის შემდეგ ის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბულგარულ “ჩერნო მორეში” თამაშობდა, სადაც ორ სეზონში 16 გოლი გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g