LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიო“-მ ახალი კამპანია #საიმედორეკომენდაციები დაიწყო

65
ფორტუნა

კომპანია „დიო“-მ მომხმარებლისთვის მეტად სასარგებლო და ინფორმაციული ახალი პროექტი #საიმედორეკომენდაციები დაიწყო!

დისტანციური კონსულტაციის სერია მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებას ონლაინ შერჩევისას უადვილებს; ამასთანავე საჭირო ინფორმაციას აწვდის, კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით რას უნდა მიაქციოს ყურადღება. პროექტი  ვლოგის სახით ვიდეორგოლების სერიას მოიცავს, რომელიც კვირაში ერთხელ  „დიო“-ს დიჯითალ არხებში თავსდება. კომპანიის გამოცდილი და კომპეტენტური თანამშრომლები კი მომხმარებელს საინტერესო რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებენ, დაწვრილებით საუბრობენ ინტერიერისა და ექტერიერის პროდუქტების შერჩევისას კონკრეტულად რა საკითხებსა და დეტალებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

“მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ვაწყდებით სიახლეებს, ცვლილებებს, თითქოს ისე სწრაფადაც, რომ ჯერ კიდევ წინამორბედს არ ვართ შეჩვეული. ჩვენმა 25 წლიანმა გამოცდილებამ ნათლად გვაჩვენა, რომ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს არ აქვს სრული და ზუსტი ინფორმაცია ინტერიერისა თუ ექსტერიერის პროდუქციის შეძენისას, კონკრეტულად ყურადღება პროდუქტის რომელ დეტალზე გაამახვილოს; არა მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენთან აქვს გადაწყვეტილი პროდუქტის შერჩევა, არამდენ ზოგადად ბაზარზე. მაგალითად:

  • ალუმინის კარ-ფანჯარა შეარჩიოს, თუ მეტალოპლასტმასის და როგორი უნდა იყოს ის,
  • რომელი ტიპის მწერებისაგან დამცავი ბადე იქნება უმჯობესი,
  • ავტოფარეხის კარის შერჩევისას რა გაითვალისწინოს ან
  • თუნდაც 12 სახეობის ფარდა ჟალუზიდან ინტერიერის გახალისებისთვის, რომელი იქნება პრაქტიკული მისი ღიობისთვის და ა.შ.

ვიზუალთან ერთად, მოგეხსენებათ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის დამზადებას, კვალიფიციურ ინსტალაციას, გამოყენებისა და ექსპლოატაციის წესებს, ამ და სხვა საკითხებზეა სწორედ ჩვენი ვლოგის კონტენტი აგებული და ვფიქრობთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – მომხმარებელია, რომლის ინფორმირებაც აუცილებელია, რათა არ მოტყუვდეს.

გარდა ამისა, პანდემიიდან გამომდინარე, რადგან ჩვენი შოურუმები დროებით დახურულია და მხოლოდ დისტანციურად ვიღებთ შეკვეთებს, აღნიშნული პროექტი საშუალებას გვაძლევს, ვირტუალურად ვუმასპინძლოთ ჩვენს შოურუმში მომხმარებელს და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ, ვაჩვენოთ პროდუქტი დინამიკაში და გავუადვილოთ შერჩევის პროცესი.’’ – განმარტავენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“ მუდამ სავსეა სიახლეებით, მომხმარებელს ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ახალი პროდუქტები შესათავაზა. ამავდროულად კომპანიამ იზრუნა იმ საკითხზეც, რომ არც ერთი დამკვეთი არ შეფერხებულიყო პანდემიის პერიოდში და დისტანციურად – ონლაინ რეჟიმში სრულფასოვანი მომსახურება მიეღოთ!

ახლა კი გირჩევთ ესტუმროთ კომპანია „დიო“-ს ფეისბუქ გვერდს – Dio . დიო , შეაფასოთ ახალი ვლოგები მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარასთან და მწერებისგან დამცავ ბადეებთან დაკავშირებით საჭირო რეკომენდაციებს გაეცნოთ! ..

#დიო #საიმედორეკომენდაციები #ვლოგი

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები