LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიო“-ს პარტნიორ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ მიღება დაიწყო!

516
დიო

„დიო“-სა და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის პარტნიორობის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს 21 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ ისარგებლონ პროფესიული გადამზადების პროგრამით „ალუმინისა და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების მონტაჟი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის პირები, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • კონსტრუქციის ტიპებისა და მონტაჟისთვის გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების, სამონტაჟო სამუშაოების აღწერა/დახასიათებას;
  • მონტაჟისთვის საჭირო ნახაზის/სქემის წაკითხვას;
  • უსაფრთხოების წესების დაცვით მონტაჟს;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმებას;
  • ხარვეზების გამოსწორებას;
  • წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაციას.

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კონკრეტული პროგრამა გლდანის პროფესიულ კოლეჯთან ერთად შეიქმნა.  ეს არის მოკლევადიანი სასწავლო მოდული, რომელსაც წარუძღვებიან „დიო“-ს გამოცდილი პროფესიონალები და შეასწავლიან ყველა მნიშვნელოვან ეტაპს შეკვეთის მიღებიდან მის სწორად მონტაჟამდე. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია „დიო“-ს მიერ მოწყობილი ოთახით სარგებლობა და პრაქტიკული გადამზადება. საბოლოოდ კი გადამზადებული კადრებს „დიო“-ში მაღალანაზღაურებადი კარიერის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.

არ გადადო, გახდი პროფესიონალი მემონტაჟე!

„დიო“ – 28 წელი თქვენს გვერდით!

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები