LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიო“-მ ახალი პროექტი – „დიოსია“ დაიწყო!

575
cover fortuna

კომპანია „დიომ“ ციფრულ არხებში ახალი ვლოგების სერია „დიოსია“ დაიწყო. დაინტერესებული მაყურებელი ამიერიდან შეძლებს, ბევრ კომერციულ სივრცეში, კერძო სახლში, ბინაში შეიხედოს, პროდუქტები დინამიკაში დაათვალიეროს და დიზაინის საინტერესო გადაწყვეტილებები იხილოს, რომლებიც  „დიოს“ მიერ განხორციელებული პროექტების ერთობლიობით შედგა.

 

 

“მომხმარებლის რევიუებიდან წამოსული იდეა, რეალობად იქცა. ბუნებრივია როცა კომპანიას 26 წლის განმავლობაში არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტი აქვს და ყოველი მათგანი ინდივიდუალურია – იწვევს ინტერესს ვინ როგორი დიზაინით შეარჩია, რას შეუხამა, ახალი ტენდენციები თუ გაითვალისწინა და ა.შ. ჩვენი დამკვეთების ვიდეო მოსაზრებებიც მრავლად გვაქვს და გარდა ამისა, დამატებით გადავწყვიტეთ ბევრ ადგილას ჩვენც შევაჭყიტოთ მომხმარებელი, დინამიკურად ვაჩვენოთ საინტერესო ადგილები, რომელიც თუ სივრცის განახლება აქვთ დაგეგმილი – შესაძლოა ინსპირაციის წყაროც კი გახდეს; რადგან ვლოგები სწორედ იმ კითხვებს პასუხობს, რაც მომხმარებელს აქვს. ასევე, ეს ვიდეოები მათთვის იქნება საინტერესო ვისაც „დიო“-ს პროდუქტების ვიზუალურად უკვე დასრულებულ სივრცეში ნახვა სურს.

 

„რაც შეეხება სახელწოდებას: რატომ „დიოსია“? გარდა იმისა, რომ ეს სახელწოდება მარტივად დასამახსოვრებელია, მასში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია ასახული — როდესაც მომხმარებელი ჩვენს პროდუქტს სხვადასხვა ობიექტზე ხედავს, ხარისხს „დიოსთან“ აკავშირებს და შეკითხვას სვამს: ეს დიოსია? ის ფაქტი, რომ „დიოს“ მიერ განხორციელებული პროექტი  მომხმარებლისთვის საუკეთესოს ნიშნავს, ჩვენთვის ყველაზე დიდი მიღწევაა.

ვიმედოვნებთ, აღნიშნული პროექტი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება და მოხარულნი ვიქნებით, თუ მათ პროდუქტის შერჩევის გადაწყვეტილებასაც გაუადვილებს. მოუთმენლად ველოდებით მათ ინტერაქციას,“ — ამბობს კომპანია „დიოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიფრაშვილი.

შეგახსენებთ, ვიდეო სერიების ნახვა კომპანია „დიო“-ს დიჯითალ არხებზეა შესაძლებელი, რომელსაც კომპანიის მარკეტინგული პროექტების სპეციალისტი – თათა შანიძე გაგაცნობთ.

პირველი ვლოგი ალუმინის კარ-ფანჯარასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ:

#დიოსია

#ახალიპროექტი

#აირჩიემუდამდიო

 

 

 

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g