LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიო-მ „შრომის უსაფრთხოების პროგრამის’’ მონაწილეებს პრაქტიკისთვის უმასპინძლა

1205
ფორტუნა

კომპანია „დიო“-ში 7, 14 და 16 ივლისს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მონაწილეებმა სამდღიანი პრაქტიკები გაიარეს.

„დიო“-ს საოფისე და საწარმოო სივრცეებში განხორციელდა პრაქტიკული სწავლებით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისი აქტივობები.

პროგრამის მონაწილეები გაეცნენ:

  • ორგანიზაციის შინაგანაწესს და უსაფრთხოების ნორმებს;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპანიაში გატარებულ ღონისძიებებს;
  • რა კრიტერიუმებით ხდება საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა;
  • დასაქმებულთათვის მათი პროფესიული საქმიანობის შესაბამისად საჭირო ინსტრუქტაჟების შემუშავების პრინციპებს და პერიოდულობას;
  • შეისწავლეს ობიექტი, მოახდინეს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება;

„ჩვენ წინასწარ გვქონდა განსაზღვრული პრაქტიკული კომპონენტების სწავლების განხორციელების გეგმა. მონაწილეებს სიამოვნებით ვუმასპინძლეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ, სამი დღის განმავლობაში, პრაქტიკა ნაყოფიერი და მრავლისმომცველი ყოფილიყო. მსმენელებმა არაერთი საინტერესო შეკითხვა დაგვისვეს, მაღალი იყო მათი ჩართულობა, ჩვენ კი ჩვენი მხრივ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სრულყოფილად გავუზიარეთ“,- აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, პროგრამაზე სწავლება შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ განხორციელდა, რომელთანაც კომპანია „დიო“-ს პრაქტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის შეთანხმება ჯერ კიდევ 2019 წლიდან შედგა.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g