LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიო” ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მუშაობას განაგრძობს

დიო ქალთა ეკონომიკისთვი- (1)

10 დეკემბერს 17:00 სთ-ზე გამართულ შეხვედრაზე ,,ბიზნეს ლიდერობა ქალთა გაძლიერებისთვის საქართველოში” ბიზნეს კომპანიებთან ერთად, ,,დიო”-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე იმსჯელეს და საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რათა გაიზარდოს კომპანიების ნაყოფიერება, რაც საბოლოოდ, ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდასა და განვითარების სტიმულირებას განაპირობებს.

შეხევედრას აგრეთვე ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა და პირველად საქართველოში, წამყვანი ბიზნეს კომპანიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის გაერთიანდნენ. კომპანიები ხაზს უსვამენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას და ხელს აწერენ ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს.

შეგახსენებთ, გასული წლის 1 დეკემბერს კონფერენციის ფარგლებში კომპანია ,,დიო”-მ ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი მოაწერა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა მიიღო, რომლზეც მუშაობა მიმდინარეობს.

ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე გამართულ ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სიდა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მასპინძლობენ; რომელიც იმართება პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g