LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიო“-ს პროდუქციას ალუმინის ვიტრაჟული ტიხარი შეემატა

2227
ქავერი

კომპანია „დიო“ მომხმარებელს დახვეწილი სტილის, ელეგანტურ, ტრენდულ და ძალიან პრაქტიკულ ახალ პროდუქტს – ალუმინის ვიტრაჟულ ტიხარს სთავაზობს, რომელიც იდეალურია ინტერიერში არსებული სივრცის გამოსაყოფად.

სამზარეულოსა და მისაღების, ან ნებისმიერი სხვა შიდა სივრცის გამოყოფა ისე, რომ თან სინათლის რეგულირებაც შენარჩუნდეს და ინტერიერის დიზაინში დახვეწილი შტრიხიც იქნეს შეტანილი – სწორედ ამ გადაწყვეტილებას ალუმინის ვიტრაჟული ტიხარი პასუხობს. პროდუქტი ასევე პრაქტიკულია ოფისებშიც, კონკრეტული ადგილის/ადგილების იზოლაციისთვის.

„25 წლის განმავლობაში, კომპანიის დაარსებიდან – დღემდე ჩვენთვის მთავარი ყოველთვის მომხმარებელია. გარდა იმისა, რომ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ პროდუქტის გამძლეობას, ხარისხსა და ევროპულ სტანდარტებს, ამავდროულად განსაკუთრებულად, სიღრმისეულად ვითავისებთ, რომ მათ მუდმივად სჭირდებათ სიახლე და პროდუქციის კიდევ უფრო მეტი, ფართო ასორტიმენტი.

ალუმინის ვიტრაჟული ტიხარი ვფიქრობთ, შიდა სივრცეს დახვეწილობას, ორიგინალურობასა და მყუდროებას მატებს. ევროპელი და უკვე ქართველი არქიტექტორ-დიზაინერები აღნიშნულ პროდუქტს წარმატებით იყენებენ, რადგან სრულად პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვიტრაჟი მაღალი ხარისხის ალუმინისგან და ნაწრთობი მინისგან მზადდება – რაც უსაფრთხოებას და გამძლეობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს”,- აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

ცნობისთვის, ალუმინის ვიტრაჟული ტიხარი კომპანიის ხუთივე ფილიალში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში შეგიძლიათ შეუკვეთოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g