LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიო“-ში ახალი, განსხვავებული ტენტი „ათენა“!

839
dio (5)

„დიო“ მომხმარებელს კვლავ სიახლეებით ანებივრებს და ამჯერად ახალ, ბერძნული წარმოების ტენტს – „ათენას“ სთავაზობს! პროდუქტი პრაქტიკულია ნებისმიერი ამინდის დროს, წვიმისა და მზისგან იცავს გადახურულ ტერიტორიას და ამავდროულად  შედარებით მდგრადია ქარის მიმართ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თეთრ, სადა კონსტრუქციას სასურველი ფერის, ესპანური ბრენდი Recasens-ის ქსოვილი მოარგოს სახლის დიზაინისა და გემოვნების შესაბამისად.

„დიო“-ში მომხმარებელთა უკუკავშირს ყოველთვის სიამოვნებით, ყურადღებით ვისმენთ და ვიცით მათ რა საჭიროება აქვთ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტენტების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს მოთხოვნიდან გამომდინარე ბაზარზე ახალი, ქარის მიმართ შედარებით მედეგი საჩრდილობელი ტენტი „ათენა“ შემოვიტანეთ. მოსავლელად მარტივი პროდუქტი გამოსაყენებლად ძალიან კომფორტულია, თავისივე სამაგრებით მყარ ზედაპირზე მაგრდება, დახვეწილი შესახედაობა კი შენობას უფრო თანამედროვეს ხდის. ტენტი განსაკუთრებით საჭირო პროდუქტია, ვინაიდან დაჩრდილული გარეთა ფასადი შიდა სივრცეს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს და სიგრილეს უზრუნველყოფს, რაც თავისთავად გულისხმობს გასაგრილებლად კომუნალური ხარჯების შემცირებასა და ეკოლოგიაზე ზრუნვას. მსურველებს კი “ათენას” შერჩევა ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, თბილისში, თელავში, ბათუმსა თუ ქუთაისში შეუძლიათ, რის შემდეგაც მაქსიმალურად მოკლე დროში ავზომავთ და დავამონტაჟებთ“, – აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

პროდუქტი იდეალურია მათთვის, ვისაც გარე სივრცეში, ტერასებსა თუ აივნებზე მრავალფეროვანი, ფუნქციური სივრცის შექმნა სურს, მისი მყარი კონსტრუქცია და გამძლე ქსოვილი კი ხანგრძლივ ექსპლოატაციას უზრუნველყოფს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები