LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dior-ის ჩანთის რეკლამაში მარიონ კოტიარმა ძველი ჰოლივუდი გააცოცხლა (ფოტოები)

118

Dior-ის მოდის სახლმა Lady Dior-ის ლეგენდარული ჩანთის ახალი სარეკლამო კამპანიის ფოტოები წარმოადგინა. უკვე მეექვსე წელია ბრენდის სარეკლამო სახე ოსკაროსანი მსახიობი მარიონ კოტიარია.

თუ წინა ფოტოსესიაში კოტიარი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმის გმირს გავდა, ამჯერად მან მთლიანად გაიმეორა ლეგენდარული ბრენდის მთავარი კონცეფცია და ელეგანტური კაბა მოირგო. ამ იმიჯით მან ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავური სტილი გააცოცხლა. კაბა ღრმა დეკოლტეთი, რომელიც მსახიობს აცვია, Dior-ის 2016 წლის საკრუიზო კოლექციიდან არის წარმოდგენილი.

3

2

4

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g