LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიქსონი იქნება, რეპორტაჟი არა: საქართველოს ნაკრები სლოვაკეთისთვის მზადყოფნაშია

67

საქართველოს ნაკრები სლოვაკეთშია და ამ ქვეყნის ნაკრებთან 3 სექტემბერს დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი ბრატისლავაში ვენის გავლით ჩავიდა. თბილისის აეროპორტიდან ავსტრიის დედაქალაქში თვითმფრინავი დილის 8 საათზე გაფრინდა, სადაც საქართველოს ნაკრებს ავტობუსი დახვდა და ვენიდან ბრატისლავამდე მგზავრობას მხოლოდ 40 წუთი დასჭირდა.

ჩვენი გუნდი სასტუმრო „ბრატისლავაში“ დაახლოებით დილის 11 საათისთვის დაბინავდა და დასასვენებლად მთელი დღე ჰქონდა. საღამოს ვარჯიშში მონაწილეობა 13-ივე კალათბურთელმა მიიღო. მწყობრშია და 3 სექტემბერს სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშებს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი მაიკლ დიქსონი, რომელმაც ალბანეთთან დაისვენა.

ილიას ზუროსმა გუნდის წევრები დიდად არ დატვირთა. კალათბურთელებმა ძირითადად სროლებში და გარკვეულ კომბინაციებში ივარჯიშეს.

ბრატისლავას მთავარი საკალათბრთო დარბაზი 2500-მდე მაყურებელს იტევს.
მატჩი ადგილობრივი დროით, 18:00 საათზეა (თბილისის დროით 20:00 საათზე) დაგეგმილი და მისი ტრანსლაცია არც ერთი ადგილობრივი ტელევიზიით არ იგეგმება.

 

varjishi slovaketshi

mgzavvroba slovakia3

varjishi slovaketshi3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g