LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დირსში“ მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – დაკავებულია 38 წლის მამაკაცი

189
დირსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს – მათ შორის ერთი 17 წლის ბიჭია

დანაშაული 7-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს, თბილისში, საცხოვრებელ კომპლექსს „დირსში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილი – 1979 წელს დაბადებული გ.ს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ისანში ჩხუბის დროს დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები – საბეკიები არიან.

ირკვევა, რომ 16 წლის არასრულწოვანს კონკრეტული პირები ამცირებდნენ და აბულინგებდნენ, კონფლიქტში მამა და ბიძა ჩაერთო. ხელჩართული ჩხუბი კი მკვლელობიით და დაჭრით დასრულდა. მოკლულია ბიძა.

დაჭრილი მამა შვილის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g