LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დისკომფორტს არ უნდა ტონა წამალი, ამ დროს უფრო უსაფრთხო ქცევა შემდეგია…“ – რას გვირჩევს გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა საახალწლო დღეებში

3130
ჯაბა ზარქუა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მედიკოსები სოციალურ ქსელში საჯარო მიმართვებს ავრცელებენ და მოქალაქეებს მიმართავენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციით, თუ როგორ არ უნდა დავაზიანოთ ჯანმრთელობა საახალწლო სუფრაზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფეისბუკში“ სტატუსს აქვეყნებს გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუაც:

„მეგობრებო, ზუსტად ვიცი, რომ ამ დღეებში ტელევიზიები აივსება მედიკამენტების რეკლამებით და ამიტომ წინმსწრებად გეტყვით: შემთხვევით არავინ დაგაჯეროთ, რომ ახალ წელს გაკლიათ ფერმენტები, პრობიოტიკები, ანტისპაზმოდიკები, მჟავიანობის წამლები და ათასი მსგავსი რამ. ეს ყველაფერი აკლია ამ მედიკამენტების გაყიდვების დეპარტამენტის ბოსებს.

გული მიკვდება, რაღაცნაირი წმინდა ქართული ტრადიციასავით რომ ყალიბდება საახალწლო სუფრასთან აუცილებელი წამლების მენიუ ჯანმრთელი ადამიანებისათვის. ამდენ პანკრეასის ენზიმს საერთოდ სადმე თუ მოიხმარენ ჯანმრთელი ადამიანები, არ ვიცი.

დისკომფორტს არ უნდა ტონა წამალი. ამ დროს უფრო უსაფრთხო ქცევა შემდეგია – თუ არასწორი ქცევით გამოწვეული დისკომფორტი გადაწონის ამ ქცევით მიღებულ ბენეფიტებს, დროა ქცევა შევცვალოთ.

ასაკის მატებასთან ერთად ალკოჰოლის და ზედმეტად ცხიმიანი საკვების შემცირება თუ მოგვიწევს, არაა ტრაგედია, ამით ჩვენი ადამიანობა არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ხოლო თუ დისკომფორტი არაა უფრო მეტი, ვიდრე ბენეფიტი, მაშინ შეხედეთ მას, როგორც სიამოვნების მიღებისას გადახდილ აუცილებელ ხარკს, ბევრი წყალი დალიეთ, ცოტა ადროვეთ და გაივლის“, – წერს ენდოკრინოლოგი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში.

მეგობრებო, ზუსტად ვიცი რომ ამ დღეებში ტელევიზიები აივსება მედიკამენტების რეკლამებით და ამიტომ წინმსწრებად გეტყვით:…

Posted by Jaba Zarkua on კვირა, 28 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g