LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისნეის ახალი ზღაპარი სკანდალში ეხვევა

111

„ურჩხულსა და მზეთუნახავს“ ამერიკა ოჯახური ძალადობის პროპაგანდაში ადანაშაულებს. „ინდეფენდენტის“ ინფორმაციით, ასეთ ჭრილში დისნეის ახალ ზღაპარს მასწავლებლები განიხილავენ.

როგორც ცნობილია, სკოლებში ახალი წლის სასწავლო გეგმა მიიღეს, სადაც ოჯახურ ძალადობას სწორედ ამ ისტორიის მაგალითზე განიხილავენ. უფრო მეტიც, აღწერაში ნათქვამია, რომ გოგონა ბელი მისთვის შეურაცხმყოფელ ურთიერთობაშია და მისი ერთადერთი უპირატესობა – მისი სექსუალურობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალადობის რისკი დიდია, თუმცა ქალი სწორი მიდგომით ამის თავიდან აცილებას ახერხებს.

გეგმაში ასევე ნახსენებია, რომ მსგავსი სიტუაცია კიდევ ბევრ ზღაპარში გვხდება. მაგალითად, ქალთევზა, ფიფქია, მძინარე მზეთუნახავი თუ კონკია. ყველა ეს ქალბატონი ძალადობის რისკ ჯგუფშია და სიტუაციის განმუხტვას ქალური შარმით ახერხებს.

რაც შეეხება დისნეის წარმომადგენლებს, მათი აზრით, ასეთი მიდგომა ოჯახური ფასეულობების უარყოფა და ისტორიის მთავარი აზრის დამახინჯების ტოლფასია.

შეგახსენებთ, რომ „ურჩხული და მზეთუნახავის“ ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 17 მარტს შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები