LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Disney ქართული კინოინდუსტრიით დაინტერესდა

61

აშშ-ში კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 20-21 აპრილს ქართული დელაგაციის წევრებმა ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.

Disney, Paramount Pictures, NBC universal, Universal pictures, Warner Brothers, HBO და Fox-ი იმ კომპანიების ჩამონათვალში შედიან, რომელთა წარმომადგენლებიც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ.

შეხვედრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით Motion Picture Association-ის მიერ იყო ორგანიზებული. ლოს-ანჯელესში ვიზიტის  ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები, მათ შორის კერძო საპროდიუსერო კომპანიები: JTW Metro, Millimeter Film და ABK communications  სტუმრად იმყოფებოდნენ დისნეის ოფისში, სადაც შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ სამუშაო პროცესს, სტუდიოებსა და სცენებს.

ამასთან, ”დისნეიმ” უმასპინძლა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები, კონკრეტულად კი Marvel Entertainment, LLC და ABC Television Group-ის მფლობელები დაესწრნენ.

”დისნეის” მხრიდან კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ ინტერესი უკვე გამოითქვა და მათი წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტსაც გეგმავს” – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა, ე.წ. location show, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უყრის თავს და საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა საკუთარი პოტენციალის წარმოსაჩენად და ამ კუთხით წამყვან კინომწარმოებლებთან კონტაქტების დასამყარებლად. ასევე, სააგენტოს ორგანიზებით, 25 აპრილს გათვალისწინებულია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების ოფიციალური მიღება, მათი მასპინძლობა და პროგრამის წარდგენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g