LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისტანციურად ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა დასაშვებია

312
1205049485.jpg.0

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.

მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდება: სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება; შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა); სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის); სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები; სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება; ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; საფოსტო და საკურიერო მომსახურება; საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა); ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები; IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად); საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად); სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები; სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად); სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად); არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია; დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება; 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად); ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად).

ქვეყანაში დღეიდან ონლაინ ვაჭრობა ისევ ნებადართულია

მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა

ამავე დადგენილების თანახმად, დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად.

დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს ხუთი ადამიანისა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g