LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 2 წელი შეეძლებათ – რა შეიცვალა

143
untitled-design-2023-01-12_14-40-13_359724

უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა. ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 თებერვლის #81 დადგენილებით 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში განისაზღვრა.

დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს. ცვლილებები დადგენილებაში, “იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა” ახალი დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მყოფ თითოეულ უკრაინელ ბავშვს 470 ლარს გადასცემენ

ცვლილების შესაბამისად, დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ, გარდა უკრაინის მოქალაქეებისა. ამავე დადგენილების ცვლილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება მიეცათ.

ცნობისთვის, 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ ვრცელია და 94 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც.

 

წყარო: BM.GE