LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიტო საძაგლიშვილი: „ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი,გვარამიას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ“

260
დიტო საძაგლიშვილი, ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის „ახალი“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, მათთვის გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ თავად შსს – ს სამინისტროს მხრიდან არ გამხდარა ცნობილი.

მამუკა ხაზარაძე: „ბიძინა ივანიშვილი არის აგონიაში და ახლა ის ქვეყანაში ატარებს კონსტიტუციურ გადატრიალებას“

საძაგლიშვილის ცნობით, გვარამიას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ეს ომონის მხრიდან ცნობილი არ გამხდარა – პოლიციად წოდებულ დაწესებულებას ქმედებები მათ ომონზე უარესად წარმოაჩენს“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციამ ბესიკის ქუჩაზე, პარტიის ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას დააკავა.

სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს

„საბუთი მოიტანე, სად არის საბუთი? რატომ ხართ შეპარული ოფისში?“ – ლევან ხაბეიშვილი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან მისულ პოლიციელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g