LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ

626
ჯანდაცვის სამინისტრო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ.  გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან,ექსპერტებთან და ექიმებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მიიღო.

შესაბამისად, სახელმწიფო მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან შშმ სტატუსის მქონე პირთათვის განკუთვნილი სერვისებითა და შეღავათებით, რაც განაპირობებს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის ბავშვის შესაძლებლობებს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაავადების პროგრესის ტემპი.

80 შშმ ბავშვი, უზრუნველყოფილი იქნება ფულადი გასაცემელით – სოციალური პაკეტით. ერთი შშმ ბავშვის სოციალური პაკეტით განსაზღვრული ყოველთვიური თანხა 425 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1-ლი მარტიდან შევა.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g