საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქო შეეცდება, სიღრმისეულად შეისწავლოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხი.
პატრიარქ შიო მესამესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მედიასთან განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო წარმატებული და შინაარსიანი.
ჩვენც, ბუნებრივია, ჩართული ვართ ამ პროცესში და მაქსიმალური იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით.
„მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით და, კონკრეტულად, ამ თემასთან დაკავშირებით“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.