LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ – „თუ შეხვედრა არ ჩაინიშნა, მივმართავთ უფრო მასშტაბურ ზომებს“

104
მთავრობის ადმინისტრაცია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მოზარდების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნის შესახებ განცხადებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობელთა ორგანიზაციის – „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარე, ზაქრო გვიშიანი ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, თუ პაციენტების მშობლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტს გააგრძელებენ და უფრო მასშტაბურ ზომებს მიმართავენ.

„დღეს 3 საათზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოვითხოვთ.

თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ან შეხვედრა არ ჩაინიშნა, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს და მივმართავთ უფრო მასშტაბურ ზომებს. ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ჩვენი შვილების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა.

პასუხისმგებელი პირი: ზაქრო გვიშიანი“, – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისათვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენის დისტროფიით 100-მდე ბავშვია დაავადებული.

დღეს 3 საათზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და ირაკლი…

Posted by Lets fight against DMD – ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას on კვირა, 08 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g