დიზაინერი ანუკა გარდაფხაძე მომხმარებელს თექისა და შალის მოსაცმელებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, პროდუქციას მოსკოვში ყიდის, სექტემბერში კი ამერიკაში მიაქვს.
მისივე ინფორმაციით, კლინტებს ანუკას დიზაინით შექმნილი მოსაცმელების შეძენა 250-450 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
როგორც დიზაინერმა განმარტა, მისი პროდუქცია მაღაზია მაღაზია CO-MODE-შიც იყიდება. გარდა ამისა, მსურველები სასურველი მოდელების ნახვას და შეკვეთას ანუკა გარდაფხაძის facebook-ის გვერდზე შეძლებენ. შეკვეთიდან 10 დღეში კი სასურველ ნივთსაც მიიღებენ, სახლში მიტანის უფასო სერვისით.
ანუკა 1 წელია რაც ამ სფეროში მოღვაწეობს და ამ დროის მანძილძე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.