LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი ანუკა ქებურია “Mercedes Fashion Week”–სთვის ემზადება

629

დიზაინერი ანუკა ქებურია მომხმარებელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და ტანსაცმელს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, მაისისთვის ახალ კოლექციას ამზადებს.

ანუკა ახლახანს დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც show room-ში თავისი კოლექცია წარადგინა. მოსკოვიდან დაბრუნებული კი – Mercedes Fashion Week-ისთვის მზადებას შეუდგა.

”ჩემი პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური, ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. გარდა ამისა, ყველაფერი უნდა იყოს კომფორტული, მოდური და საინტერესო დიზაინის. ძალიან მიყვარს შავი ფერი, ამიტომ ჩემს კოლექციებში ეს ფერი ყველაზე მეტად ჭარბობს, თუმცა, ვიყენებ სხვა ფერებსაც”, – განაცხადა ქებურიამ.

ანუკი ქებურიას პროდუქცია უმეტესად ქალის ხაზს წარმოადგენს, თუმცა როგორც თავად განმარტა, ბოლო კოლექცია unisex-ი იყო. შეკვეთის შემთვევაში კი ქმნის მამაკაცის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელსაც.

ანუკა ქებურიას show room აბაშიძის 81 ნომერში მდებარეობს და კვირის გარდა, ყოველდღე 12:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები