LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი მარიამ მაღალაშვილი ახალ კოლექციაზე მუშაობს

151

დიზაინერი მარიამ მაღალაშვილი მომხმარებელს ტყავის აქსესუარებსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღალაშვილმა აღნიშნა, ის ახალი კოლექციისთვის ემზადება.

კლიენტებს მარიამის დიზაინით შექმნილი სამაჯურებისა და საყურეების შეძენა 10-დან 35 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. გარდა ამისა, მსურველებს ჩანთების შეძენის შესაძლებლობა 50-250 ლარის, ფეხსაცმლის კი 100-250 ლარის ფარგლებში აქვთ. რაც შეეხება საფულეებს, მათ 30-50 ლარად შეიძენთ.

”სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ტანსაცმლის მოდელირების და დიზაინის სპეციალობით. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მოდური და ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზო კლინეტებს. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობ, დაბალი ფასები მქონდეს”, – განაცხადა მაღალაშვილმა.

როგორც დიზაინერმა განმარტა, პროდუქციის გასაფორმებლად სხვადასხვა მასალას იყენებს. შეკვეთებს კი ამ ეტაპზე FACEBOOK-ის საშუალებით იღებს. გარდა ამისა, მსურველებს შეუძლიათ მარიამის სახელოსნოს ესტუმრონ, რომელიც ვაჟა ფშაველას მეორე კვარტალში, 33-ე კორპუსში მდებარეობს და იქვე შეუკვეთონ სასურველი ნივთი. მარიამ მაღალაშვილის პროდუქცია მაღაზია ”ბუდე”-შიც არის წარმოდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები