LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი ნინო ანთელაძე მომხმარებელს ხელნაკეთი სამკაულების ფართო არჩევანს სთავაზობს

291

დიზაინერი ნინო ანთელაძე მომხმარებელს ვერცხლის ხელნაკეთ სამკაულებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, სამკაულების გაფორმება ტიხრული მინანქრითა და ძვირფასი თვლებით ხდება.

”მე და ჩემი მეუღლე უკვე 12 წელია მინანქარზე ვმუშაობთ. მაქვს ჩემი სახელოსნო, რომელიც სიონის 8 ნომერში, საგამოფენო დარბაზ ”ქარვასლა”-ში მდებარეობს. თითქმის ყველა ნივთი ექსკლუზიურია. რაც შეეხება ფასებს, 50 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. ვიღებ შეკვეთებსაც. ნივთი შეკვეთიდან 2-7 დღეში მზადდება. ამასთან, მომხმარებელს სახლში მიტანის სერვისითაც ვემსახურები”,- განაცხადა ანთელიძემ.

ნინო ანთელიძის პროდუქციის ნახვა მსურველებს facebook გვერდის საშუელებითაც შეუძლიათ.
( https://www.facebook.com/Gallery-Niniko-510581099031823/timeline )

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები