LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი თაკო დვალიშვილი ახალ კოლეციას გვთავაზობს

503

დიზაინერი თაკო დვალიშვილი თავის show room-ში ახალ კოლეციას გვთავაზობს და ზამთრის ძირითად მოდურ ტენდენციებს გვიზიარებს.

რა არის განსაკუთრებით მიმზიდველი მის კოლეაქციაში და რა ფერებზე აკეთებს აქცენტს 2016 წლის კოლექაციაზე დიზაინერი?

–  როდის დაიწყეთ დიზაინერობა?

– ბავშვობიდან ვხატავ, ვჭრი და ვკერავ, პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა ყოველთვის მინდოდა ხელოვნების კუთხით მემუშავა. ორი წლის წინ დავიწყე დიზაინერობა, ხოლო 1 წლის წინ უკვე საკუთარი show room-ი გავხსენი.

– რისი შეძენაა შესაძლებელი თქვენს show room-ში?

– ტანსაცმელი, რომლის ფასიც 50 ლარიდან იწყება, ფეხსაცმელი, რომელიც მინიმუმ 100 ლარად შეიგიძლიათ შეიძინოთ, აქსესუარების და საბავშვო ნივთების ფასები კი 15 ლარიდან იწყება. ამ ეტაპზე გვაქვს ახალი საახალწლო კოლექცია, კაბები და გამოსასვლელი ტანსაცმელი.

– რომელ ფერებს იყენებ კოლექციისთვის?

– გამომდინარე იქიდან, რომ წელს ცეცხლოვანი მაიმუნის წელია, მთავარ თემატიკად წითელი ფერი ავირჩიე, თუმცა, ასევე ვიყენებთ ვერცხლისფერს, შავს, ყავისფერს, სერს და ოქროსფერს.

– რა არის განსხვავებულითქვენს კოლექციაში?

– ჩვენი ხაზის განსაკუთრებული ელემენტი – პატარა გოგონაა, რომელიც ჩვენს უამრავ ნივთზეა გამოსახული. გეტრებზე, ფეხსაცმელებზე, კაბებზე და ა.შ. სწორედ ეს ქმნის ჩემს კოლექციას განსხვავებულს.

– ქმნით თუ არა მამაკაცების ტანისამოსს?

-კაცებისთვის სამოსს და აქსესუარებს, მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში ვქმნით. ინდივიდუალური შეკვეთა შეუძლია ყველას,  თაქთაქიშვილიში 7| 9 ნომერში. შეკვეთა მზადდება 4-5 სამუშაო დღეში.

-დიდი მადლობა ქ-ნო თაკო, გისურვებთ წარმატებას

-მადლობა თქვენ!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები