BARFUSS-ი მომხმარებელს დიზაინერ თამთა ხარძიანის მიერ შექმნილ აქსესუარებსა და დეკორატიულ ნივთებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ხარძიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ზაფხულის კოლექციისთვის ემზადება და უახლოეს მომავალში მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.
დიზაინერის ინფორმაციით, მისი შექმნილი ხელნაკეთი საყვავილეების შეძენა მსურველებს 25-50 ლარის, ნატურალური ტყავის საყურეებისა და ბაფთების კი 20-35 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. რაც შეეხება ოროგინალურ აბადოკებს, მათი ფასი 25-40 ლარია.
გარდა ამისა, კლიენტებს თამთა ხარძიანის მიერ შექმნილი სამაჯურებისა და ყელსაბამების შეძენის შესაძლებლობაც აქვთ, რომელთა ფასებიც 40-დან 60 ლარამდე მერყეობს.
”მაქსიმალურად ვცდილობ, შემკვეთის ყველა მოთხოვნა გავითვალისწინო. თვითნასწავლი დიზაინერი ვარ და ყველაფერს მარტო ვაკთებ. ამ ეტაპზე FACEBOOK-ის გვერდის საშუალებით ვიღებ შეკვეთებს და სახლში მიტანის უფასო სერვისიც მაქვს, თუმცა, მალე მაღაზიას გავხსნი. გარდა ამისა ჩემი საყურეები ამერიკაშიც იგზავნება და იყიდება.”,- განაცხადა ხარძიანმა.
როგორც დიზაინერმა განმარტა, პროდუქციის შექმნისას მასალად ნატურალურ ტყავს, ზამშს, ბუნებრივ მარგალიტებსა და სხვადასხვა ქვებს იყენებს. თამთა ხარძიანის აქსესუარების ნახვა მისი facebook-ის გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. ( https://goo.gl/bkRlvh )