ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ჟან კლოდ ვან დამის შვილი, 25 წლის ბიანკა კარგად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას და არაჩვეულებრივ ფორმაშია.
„მინდა ვუთხრა პატარა გოგონებსა და პატარა ბიჭებს, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, იყო ფიზიკურად ძლიერი და ამასთან, ნაზი და ქალური,“ – ამბობს მსახიობი და პროდიუსერი ბიანკა.
გოგონას მცირე ასაკიდან შეაყვარეს საბრძოლო ხელოვნება. მამის მსგავსად, დედაც სპორტსმენი ჰყავს – ჩემპიონი ბოდიბილდინგში.
ბიანკას მამასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. ჟან კლოდ ვან დამის ცხოვრებაში იყო ბევრი მძიმე პერიოდიც – 1990-იან წლებში მან კოკაინის მოხმარება დაიწყო, დაშორდა ბიანკას დედას – გლედის პორტუგიზს და ცოლად მოიყვანა მოდელი დარსი ლაპიერი (რომელთანაც მსახიობს ჰყავს შვილი ნიკოლასი, ახლა 20 წლისაა). დარსისთან ერთად ვან დამმა ცოტა ხანს იცხოვრა და შემდეგ ისევ გლედისს დაუბრუნდა.
„ჩვენი ურთიერთობა ხან იძაბებოდა, ხან – თბებოდა. ახლა ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს,“ – ამბობს ბიანკა.