ჟან-პოლ ბელმონოს უმცროსი ქალიშვილი, სტელა ევა ანჯელინა ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ლეგენდარული მსახიობი გარდაიცვალა. გოგონა ახლა 19 წლისაა და ის საოცრად ლამაზია. „ინსტაგრამზე“ ძალიან აქტიური არ არის, ამიტომ მისი ყოველი გამოჩენა საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
ახლახან, სტელამ უახლესი ფოტოები გაავრცელა, ის პარიზში იმყოფება. რამდენიმე კვირის წინ კი ის მეგობრების გარემოცვაში ესპანეთის სანაპიროზე ისვენებდა.
პატარა სტელა გაიზარდა – ჟან-პოლ ბელმონდოს 18 წლის ქალიშვილის უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“
ფოტო: გაიცანით 18 წლის ევა, რომელმაც ლეგენდარულ ჟან-პოლ ბელმონდოს უკანასკნელი წლები გაულამაზა
ცნობისთვის, ქერათმიანი და ცისფერთვალება სტელა, ჟან-პოლისა და მომღერლის, ნატი თარდივალის ქალიშვილია. მსახიობი სულ ორჯერ იყო დაქორწინებული. მას ოთხი შვილი ჰყავს, ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი, მათგან პატრისია ბელმონდო 1994 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.