LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟან პოლ გოტიემ ნაძვი კანკანის მოცეკვავის სტილში შექმნა

130

20 ნოემბერს პარიზის ელისეის მინდვრებზე, თეატრში დიზაინერების ყოველწლიური საქველმოქმედო საღამო Christmas tree გაიმართა. ის უკვე 22-ედ ჩატარდა და მისი მიზანია კიბოს დაავადების მიმართ საზოგადოების ყურადღების გაზრდა.

საზეიმო ნაძვები ღონისძიებისთვის შანელმა, დიორმა, შანტალ ტომმა და ჟან პოლ გოტიემ შექმნეს. შეგახსენებთ, ჟან პოლ გოტიემ ცნობილ პარიზულ კაბარეში ფოლი-ბერჟერი თეატრალური დადგმა მოამზადა, ამიტომაც დიზაინერმა ნაძვი კანკანის მოცეკვავეს მიამსგავსა.

„მიყვარს შობა, მიყვარს პარიზი, როდესაც ნაძის ხეზე ვფიქრობდი, მინდოდა ქალაქისთვის პატივი მიმეგო. თავიდან ეიფელის კოშკზე ვფიქრობდი, შემდეგ კი კანკანზე გავაკეთე არჩევანი. კაბა ნამდვილი ხისგან არის შექმნილი და ის მთელს შობას იცეკვებს“ – განაცხადა გოტიემ.

დიზაინერების ხეები 60 ათას ევროდ გაიყიდა და მთელი თანხა კიბოს დაავადების კვლევას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები