LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟანრი ლოლაშვილი: „ხელები შორს ამ ბავშვებისაგან, თორემ ამას ღმერთი არ გაპატიებთ! ეს თაობა ყველაზე ლაღი, მოაზროვნე თაობაა! ამათ ვერ მოატყუებთ, გამორიცხულია! სანამ კიდევ დროა, უკან დაიხიოს ყველამ, ვინც ამ ბავშვების წინააღმდეგ გამოდის“

143
ჟანრი ლოლაშვილი

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების საკითხს,“ საპროტესტო ტალღა არ ცხრება. თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები ყოველდღიურად იმართება. უკვე ერთ კვირაზე მეტია აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეხმაურება და ამბობს, რომ „ დღეს ჩვენ თვალწინ წარმოუდგენელი ამბავი ხდება“.

გთავაზობთ, ამონარიდს ინტერვიუდან:

გული მისკდება, რომ ვუყურებ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს არა ვართ თავისუფალი. გასაგებია, რომ ამ საოცარ ბავშვებს ასე სწყურიათ თავისუფლება, განვითარება, განათლება. გალაკტიონს რომ აქვს: “მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა! ეს “როგორც მინდა” ჩვეულებრივი სიტყვა არ არის. სულ კითხვის ნიშნები აქვს ადამიანს, იმის გამო, რომ არჩევანი აქვს.

ყოველი წუთი და წამი არჩევანია.

თავიდან ბოლომდე ქაოსში ვცხოვრობთ და ამის დალაგება წარმოუდგენელია. ქართველები რაღაცის გამო ერთმანეთს ვგლეჯთ! ასე იყო სულ, რაც თავი მახსოვს, მაგრამ იმას, რაც ახლა ხდება, არ ვიცი, რა ჰქვია! ხელები შორს ამ ბავშვებისაგან, თორემ ამას ღმერთი არ გაპატიებთ!

ეს თაობა ყველაზე ლაღი, მოაზროვნე თაობაა! ამათ ვერ მოატყუებთ, გამორიცხულია! სანამ კიდევ დროა, უკან დაიხიოს ყველამ, ვინც ამ ბავშვების წინააღმდეგ გამოდის. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მხარეს ხარ და რომელ პარტიას ეკუთვნი? ამ ახალგაზრდების გამო ყველა დათმობაზე უნდა წავიდეთ, სხვა გზას ვერ ვხედავ! არ შეიძლება ძალადობა, არა!“, – ამბობს მსახიობი „კვირის პალიტრასთან“.

სლაიდზე გამოყენებული ფოტოები აქციიდან: ზურაბ ცერცვაძე

„არ შეიმჩნიო ის, რაც ხდება, დადგე და სპექტაკლი ითამაშო, ან განაგრძო ცხოვრება, წარმოუდგენელია, რანაირად შეიძლება, ამაზე თვალის დახუჭვა?!” – ეკა ჩხეიძე

ლევან ხურცია: „ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ…“

„გავიფიცე! ჩემი ყველანაირი საქმიანობა ამჯერად შეჩერებულია… დამთავრდეს ტერორი! აღდგეს სამართალი! შეწყდეს ქუჩებში ხოცვა-ჟლეტა!“ – მსახიობი სოფო გორელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უერთდება

მაია დობორჯგინიძე: „პოლიციური რეჟიმი დაამყარეს, ერთმანეთს დავერიეთ, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია, როდემდე? – ვებრძვი ამას, რომ ჩემმა შვილებმა დიქტატურის ქვეშ არ იცხოვრონ, არამედ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არის პირველი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g